შეხვედრა მედიაციის სფეროს ექსპერტთან

31 ოქტომბერი 2018

30 ოქტომბერს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი სამედიაციო ცენტრ JAMS-ის დამფუძნებელს დანიელ ვაინშტაინს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მედიაციის მნიშნელობაზე სამართალწარმოების პროცესში და გაცვალეს ინფორმაცია აღნიშნული მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ადვოკატთა ასოციაციის როლზე ამ პროცესში. დანიელ ვაინშტაინმა ქართველ კოლეგებს გააცნო ამერიკული გამოცდილება მედიაციის სფეროში და მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

 

ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართევლოში და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს პარტნიორი ორგანიზაციების მხარაჭერით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი